Mon 29 Mar

სტუდენტური ვაკანსიები 2021

სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს 2021 წლისთვის.

სტუდენტური სერვისების ცენტრი

პოზიცია: სტუდენტთა მხარდაჭერის კოორდინატორი 


სამუშაოს აღწერა: სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება და დახმარება რეგისტრაციასთან, სასწავლო პროცესთან, გამოცდებთან, საგნების არჩევასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.


ვაკანტური ადგილი: 4


ანაზღაურება: 400 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამისსტუდენტი

პროექტების მართვის ოფისი

პოზიცია: სტუდენტური პროექტის კოორდინატორი

 

სამუშაოს აღწერა:
- სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის შესახებ;
- პროექტის ამოცანების შესაბამისად, პროექტში ჩართულ მხარეებთან კოორდინირებული მუშაობა და ეფექტური კომუნიკაცია;
- პერიოდული რეპორტინგი.

 

ვაკანტური ადგილი: 2

 

ანაზღაურება: 400 ლარი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი

ბიბლიოთეკა

პოზიცია: ციფრული ბიბლიოთეკის კოორდინატორი

 

სამუშაოს აღწერა:
- ციფრული ბიბლიოთეკის რესურსების მართვა, გამრავალფეროვნება;
- ბეჭდური მასალების გაციფრულება;
- ციფრული რესურსების გაზიარება სამიზნე ჯგუფებისთვის.

 

ვაკანტური ადგილი: 1

 

ანაზღაურება: 400 ლარი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი

 


 

პოზიცია: ბიბლიოთეკის ვიზარდი

 

სამუშაოს აღწერა:

- საბიბლიოთეკო სივრცეებისა და რესურსების ინოვაციური მართვა;
- შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება.


ვაკანტური ადგილი: 1


ანაზღაურება: 400 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი

საგამოცდო ცენტრი

პოზიცია: საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი


სამუშაოს აღწერა:
- საგამოცდო პროცესის მონიტორინგი და საგამოცდო სივრცის მეთვალყურეობა;
- პრაქტიკული გამოცდებისას პროფესორის დახმარება, სტუდენტების აღრიცხვა და წესრიგის დაცვა.
- საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.


ვაკანტური ადგილი: 2


ანაზღაურება: 400 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი

ფინანსური დეპარტამენტი

პოზიცია: ბუღალტრის ასისტენტი


სამუშაოს აღწერა:
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
- სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება;
- რეპორტების მომზადება ბუღალტრისათვის.


ვაკანტური ადგილი: 2


ანაზღაურება: 400 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი (მე-3, მე-4 კურსი), ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

წარმომადგენლობითი საბჭო

პოზიცია: წარმომადგენლობითი საბჭოს ადმინისტრაციული ასისტენტი

 

სამუშაოს აღწერა:
- წარმომადგენლობითი საბჭოს ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება;
- საბჭოს საქმიანობის გაზიარების მიზნით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია.

 

ვაკანტური ადგილი: 1

 

ანაზღაურება: 400

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბიზნესის ადმინისტრირების, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ბაკალავრი

იურიდიული დახმარების ოფისი

პოზიცია: იურისტი

 

სამუშაოს აღწერა:
- ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჯგუფში შემავალი იურიდიული პირების იურიდიულ მომსახურებაში ასისტირება; 
- ხელშეკრულებების პროექტების (მათ შორის, შრომითი) მომზადება; 
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება ბინადრობის ნებართვის საკითხებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში წარმომადგენლობა.
- კომპეტენციის ფარგლებში, ასევე, სხვა დავალებების შესრულება.

 

ვაკანტური ადგილი: 1

 

ანაზღაურება: 400 ლარი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

ნიუ ვიჟენ დაზღვევა

პოზიცია: ოჯახის ექიმის თანაშემწე

 

სამუშაოს აღწერა:
- ოჯახის ექიმის დახმარება;
- დანიშნულების და მიმართვების გაცემა;
- დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
- საგარანტიო წერილების და ისტორიების პროგრამული ასახვა;
- პაციენტისათვის სხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

 

ვაკანტური ადგილი: 2

 

ანაზღაურება: 400 ლარი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (მე-5 სემესტრიდან)

დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრი

პოზიცია: ექიმის თანაშემწე

 

სამუშაოს აღწერა: პროცედურების ჩატარება ესთეტიკურ მედიცინაში: ქიმიური პილინგი, ბიორევიტალიზაცია, კონტურული პლასტიკა შემავსებლით, მიომოდულაცია ბოტულინური ტოქსინით.

 

ვაკანტური ადგილი: 1

 

ანაზღაურება: გამომუშავებით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: რეზიდენტი

სარეგისტრაციო ფორმა

განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 7 აპრილი.