Tue 13 Jul
სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აუდიტორულ კომპანიაში „Moore Abc''
13 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და აუდიტორულ კომპანიას „მოორ ეიბისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი პრაქტიკული კომპონენტების განვითარების გზით განათლების ხელშეწყობაა.
შეთანხმების საფუძველზე მხარეები ყოველ სემესტრში, საკონკურსო ფორმატით, ერთობლივად შეარჩევენ ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც შემდგომში კომპანიაში გაივლიან სტაჟირებას.
„მოორ ეიბისი'' წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, რომელიც 2008 წლიდან ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით.