ამერიკელი პროფესორის ჩაკ ლუდლამის საჯარო ლექცია 8 ნოემბრის აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით
ხუთშაბათს, 10 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კამპუსში (ნ. ბოხუას #9), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის Health Hub-ში (მე-5 სართული) გაიმართება ამერიკელი პროფესორის, ჩაკ ლუდლამის საჯარო ლექცია 8 ნოემბრის აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით.
საჯარო ლექციაზე პროფესორი ჩაკ ლუდლამი წარადგენს ექსპერტულ ანალიზს აშშ-ს ფედერალური არჩევნების შესახებ, რომელიც ბევრის თქმით ეპიკური ბრძოლაა ამერიკული ღირებულებებისა და პრიორიტეტების გამო. ასევე, ფართო მოსაზრების თანახმად, ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდაა ბაიდენის ახალი ადმინისტრაციისთვის.
ჩაკ ლუდლამი ამერიკელი იურისტია, რომელიც ამჟამად ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობს აკადემიურ კურსს „ადვოკატირებაზე“. პროფესორი ჩაკი გახლავთ ამერიკული პოლიტიკური სცენის ექსპერტი. ის 25 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ს სენატის იურიდიულ მრჩევლად და ასევე მუშაობდა თეთრი სახლის მრჩევლად. აშშ-ის მთავრობის უმაღლეს დონეზე მისი სამსახურის გარდა, ის 8 წლის განმავლობაში ასევე გახლდათ მთავარი ლობისტი მსოფლიო ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ნიუ ვიჟენ კამპუსში მისი ყოფნა, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ მისი ექსპერტიზა ამ გადამწყვეტი არჩევნების შესახებ.