Sun 3 Jul

სპორტსმენთა სამედიცინო კვლევების შემაჯამებელი კონფერენცია

30 ივნისს, უნივერსიტეტში შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ინტერის აკადემია საქართველოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ჩატარებულ სამედიცინო კვლევებსა და მათი შედეგების გაანალიზებას მიეძღვნა.

ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სამედიცინო გუნდის წევრებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული 300 ახალგაზრდა ფეხბურთელის სამედიცინო კვლევების წარმართვაში, მოხსენებები გააკეთეს და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მაგალითებიც გაუზიარეს შეკრებილ საზოგადოებას.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ პედიატრიული, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ოფთალმოლოგიური და სტომატოლოგიური მიმართულებით.