სპეციალური ონლაინ ღონისძიება „სამუდამო სიყვარული“, მხარდაჭერა უკრაინასა და მშვიდობას მსოფლიო მასშტაბით
14 მარტს, 20:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და დევიდ ლინჩის ფონდი კავკასია გიწვევთ უკრაინის მხარდამჭერ ონლაინ ღონისძიებაზე. რეჟისორი და მუსიკოსი, დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის პრეზიდენტი გიგა აგლაძე, ბენდსა და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმოგიდგენთ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ სიმღერასა და სხვა ნაწარმოებებს.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში თვალი შეგიძლიათ ადევნოთ შემდეგი ბმულის მეშვეობით.