Tue 19 Sep
სამართლის სკოლის ახალი დეკანი სოფიო ჩაჩავა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლას დეკანის სტატუსით სოფიო ჩაჩავა გაუძღვება.
მას საგანმანათლებლო და იურიდიული პრაქტიკის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
სოფიო ჩაჩავა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და იურიდიული ეთიკის მიმართულებისა და პრაქტიკული უნარჩვევების ცენტრის ხელმძღვანელია. ის არის პრაქტიკოსი მედიატორი, Resolve-ის თანადამფუძნებელი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საბჭოს წევრი და იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი და თავმჯდომარე. ფლობს სამართლის დოქტორის და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხს.
სოფიო ასევე არის ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტი/ტრენერი მედიაციის მიმართულებით.