Fri 17 Nov

"SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის"

პროექტის „SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის” ფარგლებში, 18 და 22 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს ვორქშოპები პროექტების მართვისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ დედოფლისწყალოს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლასა და ქალაქ ბორჯომის N6 საჯარო სკოლაში.

სასკოლო საზოგადოებით დაკომპლექტებულ ჯგუფებს უნივერსიტეტის გუნდმა გააცნო პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პრინციპები. ჯგუფებმა, მენტორების ჩართულობით შეიმუშავეს პროექტები, რომლებიც ეხმიანება სკოლების საჭიროებებს მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებით და სრულად ფინანსდება საგრანტო პროექტის ფარგლებში.

პროექტში მონაწილეობს 5 საჯარო სკოლა საქართველოს რეგიონებიდან. ვორქშოფები ასევე გაიმართა ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1, ქალაქ ახალციხის N2 და ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლებში. ამასთან, უკვე დაიწყო სასკოლო საზოგადოების მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელება.

პროექტი „SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის” ხორციელდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ, ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.