Sun 14 Nov

სემინარი თემაზე - ორგანიზაციული კულტურის როლი სამუშაო ეფექტიანობასა და ზრდაში

12 ნოემბერს, პროფესორმა ამერ ალ-რავასმა ჩაატარა სემინარი თემაზე - ორგანიზაციული კულტურის როლი სამუშაო ეფექტიანობასა და ზრდაში. სემინარს უნივერსიტეტისა და ნიუ ვიჟენ დაზღვევის პერსონალი ესწრებოდა.

ამერ ალ-რავასი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. მას დიდი გამოცდილება აქვს პროგრამულ ინჟინერიაში, მისმა კვლევამ ხელი შეუწყო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლის წარმოჩენას  ეკონომიკურ განვითარებაში, ეკონომიკური ზრდის მამოტივირებელ სოციალურ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფაქტორებთან ერთად.

პროფესორმა ალ-რავასმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციული კულტურის დადებით გავლენას საქმისადმი დამოკიდებულებაზე,  რაც ორგანიზაციული წარმატების საფუძველია. მან ისაუბრა თუ როგორ შეუძლია ორგანიზაციულ კულტურას გავლენა მოახდინოს ინდივიდის აზროვნებაზე, რომელიც უბიძგებს ჩართულობისკენ, და როგორ გარდაიქმნება მისი ჩართულობა სამუშაოს ეფექტიანობის ხელშემწყობ ფაქტორად.