Mon 18 Dec

გამოვიდა ევროპის კავშირის სამართლის სახელმღვანელოს მეორე გამოცემა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა პროფესორ გაგა გაბრიჩიძის ავტორობით შექმნილი ევროპის კავშირის სამართლის სახელმძღვანელო. განახლებული გამოცემა ითვალისწინებს იმ სიახლეებსა და ცვლილებებს, რომლებიც ბოლო წლებში დაგროვდა ევროპის კავშირის სამართლის სფეროში,  როგორც ნორმატიული აქტების, ასევე სასამართლო პრაქტიკის კუთხით. სახელმძღვანელო განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ ასევე ევროპის კავშირით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. მისი შეძენა უკვე შესაძლებელია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მაღაზიაში.

წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს.