Thu 23 Nov

სასკოლო ოლიმპიადა 2024 იწყება

სასწავლო პროცესის სტიმულირების, სწავლისადმი ინტერესის გაღვივების, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენისა და წახალისების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის თებერვლის თვიდან, საქართველოს მასშტაბით ტარდება ,,ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2024''

ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ საშუალო საფეხურის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს სკოლებიდან. ოლიმპიადა გაიმართება შემდეგი 5 მიმართულებით:

  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების შემდეგ სასკოლო საგნებში - ქიმია/ფიზიკა/ბიოლოგია;
  • ინგლისურენოვანი ესეების კონკურსი;
  • სამოქალაქო განათლება - სამართლებრივი საფუძვლები;
  • ბიზნესი - სამეწარმეო საფუძვლები;
  • მედია მიმართულება;

ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის, ასევე გამარჯვებული (გუნდებისთვის), პედაგოგებისთვისა და გამარჯვებული სკოლებისთვის დაწესებულია სოლიდური პრიზები, კერძოდ: უნივერსიტეტის დაფინანსებით: სწავლის საფასურის დაფინანსება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში - სერტიფიკატი; საზაფხულო სკოლა; გაცვლით პროგრამებზე ჩართვა; უცხოეთში სწავლება, ანაზღაურებადი სტაჟირება უმსხვილეს ბიზნეს კომპანიაში და სხვა საინტერესო პრიზები. 

ოლიმპიადის ჩატარების, მონაწილეთა რეგისტრაციასა და სხვა პირობების სკოლები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები გაეცნობიან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.newvision.ge 

ოლიმპიადაში მონაწილეთა რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 5 დეკემბრიდან ელექტრონული ფორმით სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსებით, რომელიც გაიგზავნება უნივერსიტეტის სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე. მოსწავლეებისა და გუნდების ნომინირება და რეგისტრაცია შესაძლებელია განახორციელოს, როგორც უშუალოდ მოსწავლემ, ასევე სკოლამ. ოლიმპიადის მონაწილეები არ იქნებიან შეზღუდულები საოლიმპიადო მიმართულებებისა და ფორმატის არჩევაში. 

ოლიმპიადის ტურების ჩატარების თარიღები და დაწყების დრო გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და მონაწილეებს ეცნობებათ ინდივიდუალურად. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 55 97 79; 595 15 90 90; 598 95 55 52;

Ნიუ Ვიჟენ Სასკოლო Ოლიმპიადის Დებულება
სარეგისტრაციო ფორმა