Mon 13 May

სასკოლო ოლიმპიადა 2024-ის დაჯილდოება

სასკოლო ოლიმპიადა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 1200-მდე მოსწავლემ 4 საკონკურსო მიმართულებით გამოსცადა საკუთარი უნარები. ფინალურ ეტაპზე 40 მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა - გია ბარკალაიამ გახსნა, რომელმაც „სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ გამარჯვებულები გამოავლინა; სამართლის სკოლის დეკანმა - სოფიო ჩაჩავამ „სამართალი - სამოქალაქო განათლების“ ფინალისტები დააჯილდოვა; პოლიტიკის სკოლის პროფესორმა - გვანცა დავითაშვილმა „ინგლისურენოვანი ესეების კონკურსის“ გამარჯვებულები გამოაცხადა, ხოლო „მედია მიმართულების“ ფინალისტები მარინა ვაშაყმაძემ - მედია მიმართულების ხელმძღვანელმა დააჯილდოვა.