Wed 29 Dec

სტომატოლოგიის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი ჰელსინკში

14-16 დეკემბერს სტომატოლოგიის სკოლის დეკანი - ხათუნა რცხილაძე და სკოლის მენეჯერი - ნატალია ქურდაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ ფინეთში, ქალაქ ჰელსინკში, კომპანია PLNAMECA-ს ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე განხილული იყო ყველა ის თანამედროვე და უახლესი დანადგარი, რომელიც საჭიროა სტუდენტებისთვის მაქსიმალური ცოდნის გასაზიარებლად, ასევე პრაქტიკული უნარების დასაუფლებლად. ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ჰელსინკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და შედგა მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმების შესახებ.