
ნიუ ვიჟენში კინოსკოლა და კინოსტუდია დაარსდა
12 ოქტომბერს, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი პროექტის პირველ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.
USAID-ის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და მაჰარიშის უნივერსიტეტის დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიის სკოლა (აშშ, აიოვას შტატი) გაზრდის ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმების შესაძლებლობებს. აღნიშნული პარტნიორობა ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნას საოპერატორო ხელოვნების, მონტაჟის, განათების დიზაინისა და კინოწარმოების მენეჯმენტის მიმართულებით. კურსდამთავრებულებს, პროფესიული დიპლომის ან მომზადება/გადამზადების სერტიფიკატის გარდა, გადაეცემათ დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიის სკოლის სერტიფიკატიც.