Fri 15 Mar

მრგვალი მაგიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

28 თებერვალს, იურიდიული დახმარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ რეგულაციებზე.

იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორებმა მიმოიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც 2024 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

ნათია მეგრელიშვილმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზანსა და მოქმედების სფეროზე, ასევე მიმოიხილა ახალ კანონში გამოყენებული მნიშვნელოვანი ტერმინები;

სალომე გოგოლაძემ და ანა ჩითინაშვილმა განიხილეს მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები;

მარიამ შარვაშიძემ და მარიამ ტრაპაიძემ ისაუბრეს მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებებზე, ასევე მონაცემთა საერთაშორისო გადაცემაზე;

რტურ ჩობანიანმა და გიორგი ჯიხაიამ განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში, ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისთვის.

ღონისძიებას სამართლის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები ესწრებოდნენ.