Tue 18 Jul
რონალდ მატეუს და სილვა
18 ივლისს, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალი წევრი – რონალდ მატეუს და სილვა (რონინიო). რონინიო საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და მისი შემოერთება მნიშვნელოვანია, როგორც ნიუ ვიჯენ ჯორჯიანსის გასაძლიერებლად, ისე საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის მოსამზადებლად.
ამჟამად, ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსში რონინიოს გარდა საქართველოს ნაკრების კიდევ 7 ფეხბურთელი ირიცხება.
ნიუ ვიჯენ ჯორჯიანსი 23 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპში ჩაერთვება და ნიდერლანდების, მონტენეგროსა და გიბრალტარის ჩემპიონებთან დაპირისპირებაში მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა გაირკვევა.
რონინიო საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული, უკრაინისა და ბელგიის ჩემპიონი, ასევე ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ორგზის ნახევარფინალისტი. იგი დღემდე საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მიღწევის - ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალის თანამოზიარეა.
[gallery size="large" ids="11505,11499,11501"]