ახალგაზრდების როლი მდგრადი განვითარების მიზნებში
2023 წლის 19 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია “ახალგაზრდების როლი მდგრადი განვითარების მიზნებში არჩევნებში მონაწილეობითა და ჩართულობით“.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნიუ ვიჟენ ინსტიტუტი პოლიტიკური კვლევებისთვის და ასოცირებული პროფესორი მიხეილ შავთვალაძე. ღონისძიება გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მაიკლ ლუკენმა.
გარდა ცოცხალი დისკუსიისა, რომელიც საარჩევნო პროცესში ახალ ტექნოლოგიების როლს ეხებოდა (თანმხლები გამოწვევებითა და პერსპექტივებით), მოწვეულმა მომხსენებლებმა გიორგი სტურუამ (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელექტრონული ტექნოლოგიების მენეჯერი) და დავით ღონღაძემ (IFES საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე) აუდიტორიას წარუდგინეს ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობები, როგორც ხმის მიცემის ახალი გზა.
მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, რომლებიც იზიარებენ არჩევნების, პოლიტიკისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს.