Fri 28 Jan

დამტკიცდა სამართლის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის შედეგები

2022 წლის 28 იანვარს, უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული არიან:

კერძო სამართლის მიმართულებით:

1. ანდრეა ბორონი - პროფესორი, შედარებითი კომერციული სამართლის მიმართულებით;

2. ვახტანგ ზაალიშვილი - პროფესორი, კერძო სამართლის მიმართულებით;

3. ჯიოვანნა კარუჯო - ასოცირებული პროფესორი, შედარებითი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით;

4. მარკო სეგეზიო - ასოცირებული პროფესორი, შედარებითი შრომის სამართლის მიმართულებით;

5. ფაბიო ზამბარდინო - ასისტენტი, შედარებითი სამართლისა და ტექნოლოგიების მიმართულებით;

6. ფედერიკა დე რობერტის - ასისტენტი, შედარებითი საზღვაო სამართლის მიმართულებით;

საჯარო სამართლის მიმართულებით:

1. ალესანდრო ჩენერელი - ასოცირებული პროფესორი, შედარებითი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;

2. ფრანჩესკო პეტრუჩიანო - ასისტენტი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით.