Fri 17 Nov
სარეზიდენტო პროგრამა კლინიკურ ონკოლოგიაში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე – „კლინიკური ონკოლოგია“.
ადგილების რაოდენობა: 1
რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
- პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტი – დიპლომი (დიპლომის ასლი);
- ავტობიოგრაფია (CV);
- ორი ფოტოსურათი (ზომა – 3×4);
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).
მიღება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადების განხილვა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა;
საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, მისამართზე – residency@newvision.ge