Fri 17 Nov

სარეზიდენტო პროგრამა კლინიკურ ონკოლოგიაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე – „კლინიკური ონკოლოგია“.

ადგილების რაოდენობა1

რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტი – დიპლომი (დიპლომის ასლი);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ორი ფოტოსურათი (ზომა – 3×4);
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).

მიღება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადების განხილვა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა;

საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, მისამართზე – residency@newvision.ge