Thu 31 Mar
ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება
27-30 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საკონფერენციო სივრცეში „აუდიმაქსი" ჩატარდა ტრენინგები სპორტული მედიცინის მიმართულებით. შეხვედრებს უძღვებოდნენ ბელგრადის სინგიდუნუმის უნივერსიტეტის პროფესორი, მარია ანჯელკოვიჩი, სერბეთის ანტიდოპინგური სააგენტოს დოპინგკონტროლის საბჭოს პრეზიდენტი, ნენად დიკიჩი, მოლდოვას ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ელენა არჰიპი და სომხეთის ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორის მოადგილე, არეგ ჰოვანისიანი.
ტრენინგები ემსახურებოდა სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას.