მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორის ვალერი ბარსეგოვის საჯარო სემინარი
16 ივნისს, 17:30 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორის, ვალერი ბარსეგოვის საჯარო სემინარი გაიმართება. სასაუბრო თემა უჯრედების გაყოფის მოდელირებას შეეხება. დასწრება თავისუფალია როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ასევე საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.
ვალერი ბარსეგოვი მასაჩუსეტსის ლოუელის ქიმიის დეპარტამენტს 2005 წელს შეუერთდა და ავითარებს თეორიულ და გამოთვლით მიდგომებს რთული ბიოლოგიური სისტემების შესასწავლად. მისმა კვლევითმა საქმიანობამ ხელი შეუწყო კვლევის ახალი სფეროების გაჩენას ჰემოსტაზის/თრომბოზის ბიომექანიკის მიმართულებით. პროფესორი ფლობს ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს, ასევე, როჩესტერის უნივერსიტეტისა და მერილენდის უნივერსიტეტების პოსტდოქტორანტურის ხარისხებს.
სემინარის შემდეგ, 18:30-დან 19:30 საათამდე, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში პირადად გაესაუბრონ პროფესორს.
ლოკაცია: ნოდარ ბოხუას #11, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსი, აუდიტორია Audimax.
სასაუბრო თემის შესახებ, ვრცლად იხილეთ ბმულზე: