Invalid Date NaN Invalid Date

„ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვის დღე

17 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ქართული და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შედევრის, „ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვის დღე აღინიშნა.

უნივერსიტეტს მწერალი ირაკლი შამათავა და პოეტები პაატა შამუგია და შოთა იათაშვილი ესტუმრნენ. მათ სტუდენტებთან პოემის ისტორიულ-კულტურულ კონტექსტსა და მხატვრულ ღირებულებაზე ისაუბრეს. ღონისძიებაში მონაწილეებმა და სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსანი" სხვადასხვა, მათ მშობლიურ ენებზე წაიკითხეს.  

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს ნაწარმოების შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს და შემდეგ, უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების მუდმივი ექსპოზიცია დაათვალიერეს.