Tue 15 Nov
საჯარო ლექცია თემაზე - „მტკიცების ტვირთი დეონტოლოგიურ ეთიკაში“
2022 წლის 28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამართავს საჯარო ლექციას თემაზე - „მტკიცების ტვირთი დეონტოლოგიურ ეთიკაში“.
საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი – ქ-ნი ანა ლორია.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
საჯარო ლექცია გაიმართება 28 ნოემბერს, 11:00სთ-დან – 13:00სთ-მდე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.