
საჯარო ლექცია თემაზე - „ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და პროფესიული პასუხისმგებლობა“

2022 წლის 26 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება , USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე - ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და პროფესიული პასუხისმგებლობა.
საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ქ-ნი ანა ლორია.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
საჯარო ლექცია გაიმართება 26 ოქტომბერს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.