საჯარო ლექცია თემაზე „სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ეთიკა“
24 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების წარმომადგენლებმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გამართეს, თემაზე „სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ეთიკა“.
საჯარო ლექციას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ანა ლორია გაუძღვა. შეხვედრას იურიდული ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
საჯარო ლექცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.