Thu 29 Sep

საჯარო ლექცია თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ეთიკა“

2022 წლის 11 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ეთიკა“.

საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი – ქ-ნი ანა ლორია.

საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

საჯარო ლექცია გაიმართება 11 ოქტომბერს, 11:00სთ-დან – 13:00სთ-მდე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.