Thu 16 Jun

საჯარო ლექცია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი საადვოკატო საქმიანობაში“

27 ივნისს, დაიგეგმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი აქტივობა - საჯარო ლექცია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი საადვოკატო საქმიანობაში“. საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ქ-ნი ანა ლორია.

საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

საჯარო ლექცია გაიმართება 27 ივნისს, 12:00 სთ-დან - 14:00 სთ-მდე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.

საჯარო ლექციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში (USAID Rule of Law Program).