
ცერებრული დამბლის, აუტისტური სპექტრისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვების ხელშეწყობის პროგრამა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა პარასპორტის ასოციაციისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარების კავშირის (Deutsche Wirtschaftsvereinigung – DWV) თანამშრომლობით ხორციელდება ცერებრული დამბლის, აუტისიტური სპექტრისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვების ხელშეწყობის პროგრამა.
პროგრამის მიზანია გამოცდილების გაზიარება ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. გერმანელმა ოკუპაციურმა თერაპევტმა ზიგლინდ შულცმა 11 აპრილს ქართველი კოლეგებისთვის, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისა და სტუდენტებისთვის სემინარი გამართა. შეხევდრაზე მან გააზიარა გერმანული გამოცდილება ოკუპაციური და სენსორული თერაპიის მიმართულებით.
გერმანელი ექსპერტი საქართველოში 3 კვირის განმავლობაში რჩება და ჩართულია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო სეანსების ჩატარებაში.
დამატებითი ინფორმაციისა და სარეგისტრაციოდ შესაძლებელია დაუკავშირდეთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრს (თბილისი, ბოხუას ქ. 9)
ელ. ფოსტა: parasport@newvision.ge
ტელეფონი: 577270303.