პროფესორი დავით სვინტრაძე კოლოქვიუმს წაიკითხავს მასაჩუსეთსის უნივერსიტეტში
პროფესორი დავით სვინტრაძე მიწვეულია მასაჩუსეთსის უნივერსიტეტში კოლოქვიუმის წასაკითხად თემაზე სათაურით "მოძრავი მრავალსახეობები და იანგ-ლაპლასის, კელვინის და გიბს-ტომსონის პრობლემები".
მოხსენება შეეხება კოლოიდული და ზედაპირების მეცნიერებებში მრავალი წლების განმავლობაში კარგად ცნობილი პრობლემების მისეულ ამოხსნას. მაგალითისათვის, იანგ-ლაპლასის კანონი აღწერს მსხდომიარე წყლის წვეთების გასაოგნებელ სფერულ ფორმას, კელვინის განტოლება ხსნის ლამაზი ღრუბლების ფორმირების მექანიზმებს და გიბს-ტომსონის განტოლება წინასწარმეტყველებს სხვადასხვა სიმრუდის მქონე სხეულების ტემპერატურულ ცვილებებს. საუკუნის განმავლობაში ცნობილი პრობლემაა ამ სამი კანონის ისეთი განზოგადება რომ აღწერილი იქნეს ნებისმიერად გამრუდებული ფორმები, მაგალითად ისეთები როგორიცაა: მიმზიდველი ყვავილის ფორმები, ან საოცარი გიპარდი, ან ყველა სხვადასხვა ადამიანის სახეები რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უხვად ხვდებით.
კოლოქვიუმი ჩანიშნულია მასაჩუსეთსის დროით 4 საათზე კენედის მეცნიერებათა კოლეჯში, პირდაპირი ტრანსილაციის ბმული მოწოდებული იქნება პირადი მოთხოვნის შემთხვევაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: https://www.uml.edu/sciences/physics/news-events/colloquia.aspx