„იურიდიული ეთიკის“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
2021 წელს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ გამოსცა სახელმძღვანელო იურიდიულ ეთიკაში, რომელიც მოიცავს ადვოკატების, მოსამართლეებისა და პროკურორების პროფესიულ პასუხისმგებლობას, შესაბამის რეგულაციებსა და პრეცედენტს. სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ექსპერტები იურიდიული ეთიკის დარგში ბ-ნი ირაკლი კორძახია, ქ-ნი ანა ლორია, ბ-ნი ჯეიმს მოლიტერნო, ქ-ნი თამარ ხუბულური, ქ-ნი ეკატერინე გასიტაშვილი, ქ-ნი თამარ ზამბახიძე, ქ-ნი ქეთევან მესხიშვილი. პრეზენტაციაზე ავტორები განმარტავენ სახელმძღვანელოს სტრუქტურას, გამოყენების მეთოდოლოგიას და უპასუხებენ სტუმრების კითხვებს. იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება 2021 წლის 23 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე. არსებული პანდემიიდან გამომდინარე, პრეზენტაცია გაიმართება შერეული ფორმატით. ორგანიზატორები და სახელმძღვანელოს ავტორები ღონისძიებას დაესწრებიან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში, თუმცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება ონლაინ, Zoom პროგრამის გამოყენებით, მითითებულ ბმულზე - https://zoom.us/j/92836629738
იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და მათი მხარდაჭერის შედეგად.