შრომის კოდექსის კომენტარის წიგნის პრეზენტაცია
13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გიწვევთ საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარის წიგნის ვერსიის პრეზენტაციაზე.
კომენტარი მომზადდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პროექტის „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
ავტორთა ჯგუფი შრომის სამართლის მიმართულებით გამორჩეული ექსპერტების, მოსამართლეების, პრაქტიკოსებისა და მკვლევრებისგან შედგება. პროექტს ხელმძღვანელობდა სარედაქციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: სოფიო ჩაჩავა, დავით კერესელიძე, ვახტანგ ზაალიშვილი, ზაქარია შველიძე და ქეთევან მესხიშვილი.
კომენტარის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://newvision.ge/geo/publications/. მისი განახლება მოხდება პერიოდულად შესაბამისი პრაქტიკის განახლებისა და საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.