Wed 6 Sep
პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში (1)
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება, USAID მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. კურსის ფორმატი იქნება ჰიბრიდული, რაც მოიცავს ონლაინ და პირისპირ შეხვედრებს. კურსი დაიწყება 2023 წლის ოქტომბრიდან და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში.
იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვება თამარ ხუბულური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტი და ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი.
იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მონაწილეები დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებსაც. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.