
Wed 3 Feb
ფოტო-გამოფენა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
თებერვლიდან ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ამბულატორიული სივრცე ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს.
4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ფოტო-გამოფენა გოგა ჩანადირის ნამუშევრების პერსონალური გამოფენით გაიხსნა.
ექსპოზიცია, საქართველოსა და ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციის პარალელურად, მისი ყოველდღიური დამთვალიერებლების - პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის დადებით განწყობაზე იზრუნებს და ცოტა ხნით მაინც დაავიწყებს ეპიდემიურ სირთულეებს.
დამთვალიერებელს აქვს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობაც, ხოლო გადახდილი თანხა ონკოლოგიური პაციენტების სოლიდარობის ფონდში აკუმულირდება და იმ კვლევების დაფინანსებას მოხმარდება, რომელსაც არ ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დაფინანსების პროგრამა.