Fri 4 Feb
დოქტორანტების სასემინარო ნაშრომების დაცვა თემაზე „ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები“
5 თებერვალს გაიმართა სამართლის სადოქტორო პროგრამის კვლევითი კომპონენტების საჯარო დაცვა.
საზოგადოებრივად სასარგებლო კვლევების ფარგლებში მიმდინარე სემესტრის დოქტორანტების სემინარი მიეძღვნა ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობას. სემინარმა მიზნად დაისახა ვაქცინაციის წამახალისებელი სამართლებრივი მექანიზმების ანალიზი და საზოგადოებაში ვაქცინაციის მიმართ პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.