Tue 18 Apr
მონაწილეობა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში
12-14 აპრილს, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაში. ღონისძიება გაიმართა ქ. ლოზანაში (შვეიცარია).
ასოციაცია სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხებისათვის ქმნის სადისკუსიო ფორუმს და თანამშრომლობს მრავალ საგანმანათლებლო და სამთავრობო ინსტიტუციებთან.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის წევრია 2015 წლიდან.