Thu 16 Mar

„პალიატიური მზრუნველობა ხარისხიანი სიცოცხლისთვის“

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, 28-30 მარტს გაიმართება ღონისძიება - „პალიატიური მზრუნველობა ხარისხიანი სიცოცხლისთვის“.
ღონისძიების მიზანია პალიატიური მზრუნველობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე, სამედიცინო პერსონალისთვის, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პლატფორმის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ პალიატიური მედიცინის სფეროს ქართველი და უცხოელი პროფესიონალები, რომლებიც განიხილავენ პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და კლინიკურ შემთხვევებს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
28 მარტი - კონფერენცია;
29 მარტი - პრაქტიკული სესია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში;
30 მარტი - შემაჯამებელი საჯარო დისკუსია - „პალიატიური მზრუნველობის გამოწვევები“.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია პალიატიური მზრუნველობის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

დღის წესრიგი