Thu 25 Jul

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის გახსნა

15 ივლისს, შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი - Shifting Tides: Exploring Conflict Dynamics in the Black Sea Region გაიხსნა.

პროგრამაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად შვედეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და ესტონეთის პოლიტიკისა და სამართლის მიმართულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

პროგრამის ფარგლებში, ლექციებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი - მაიკლ ლუკენი (Michael Luken) და გრაცის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები - ბენედიქტ ჰარცელი (Benedikt Harzl) და იურგენ პიკერი (Jürgen Pirker) კითხულობდნენ. 

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან და Centre International de Formation Européenne (CIFE)-თან თანამშრომლობით ხორციელდება.