ონლაინ საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი მედიაციის პროცესში“
2021 წლის 17 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი მედიაციის პროცესში“. საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი და მედიატორი - ქ-ნი სოფიო ჩაჩავა.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
საჯარო ლექცია/დისკუსია გაიმართება 17 სექტემბერს, 17:00 საათზე ონლაინ ფორმატში, Zoom პლატფორმის მეშვეობით.
საჯარო ლექცია/დისკუსია გაგრძელდება ერთი საათი. ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).