Tue 4 May
ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - „როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი?“
2021 წლის 28 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე - „როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი?“.
საჯარო ლექციას გაუძღვა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ქ-ნი ანა ლორია. საჯარო ლექციას დაესწრნენ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტები, პრაქტიკოსი იურისტები და სამართლის პროფესორები.
ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).