ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - „ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა, გამოწვევები“
2022 წლის 28 იანვარს, 16:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართება ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე „ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა, გამოწვევები“. საჯარო ლექციას გაუძღვება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ადვოკატი ქ-ნი მარიკა არევაძე.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებული პირებს.
საჯარო ლექცია გაიმართება 28 იანვარს, 16:00 საათზე ონლაინ ფორმატში, Zoom პლატფორმის მეშვეობით: https://zoom.us/j/91545707630