Tue 7 Dec

ონლაინ ლექცია თემაზე „კანონის უზენაესობის პრინციპი ევროპულ კავშირში“

1 დეკემბერს, პროფესორმა დავიდ რუანო დელგადომ ჩაატარა ონლაინ ლექცია თემაზე - „კანონის უზენაესობის პრინციპი ევროპულ კავშირში“. ლექციას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სამართლის სკოლის სტუდენტები ესწრებოდნენ.

დავიდ რუანო დელგადო, სარაგოსას უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც კითხულობს ლექციებს კონსტიტუციურ სამართალში. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ევროპული კავშირის სამართლის კვლევის, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ის ამჟამად არის ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსოლიდირებული კვლევითი ჯგუფის წევრი.

პროფესორმა დავიდ რუანო დელგადომ ლექციაზე განიხილა კანონის უზენაესობის პრინციპის სამართლებრივი საფუძვლები (ევროპული კავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი), მისი იმპლემენტაცია წევრ სახელმწიფოებში და პრაქტიკული გამოწვევები, ასევე ევროპული კავშირის ინსტიტუტების ურთიერთობა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვისა და იმპლემენტაციის მიზნით.