
ონლაინ ლექცია ბუქარესტში, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

8 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი გვანცა დავითაშვილი წაიკითხავს ონლაინ ლექციას ბუქარესტში, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში (National School of Political and Administrative Studies (SNSPA)).
საერთაშორისო კვირეულის მიზანია სტუდენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ლექტორების ჩართულობით გაუზიაროს ინფორმაცია აქტუალური კვლევითი მიმართულებების შესახებ, ასევე ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და ინტერნაციონალიზაციას. დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ლექციებში მონაწილეობის მისაღებად (რეგისტრაცია).
პროფესორი გვანცა დავითაშვილი ლექციის - “The EU’s External Resilience-Bulding Strategy:Operationalization Challenges in the Eastern Partnership Countries” ფარგლებში განიხილავს ევროპული კავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით, ამასთან კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე ისაუბრებს პრაქტიკაში არსებულ დამაბრკოლებელ ფაქტორებსა და გამოწვევებზე რაც სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას თან ახლავს.