Fri 2 Jun

ონლაინ დისკუსია თემაზე „უნივერსიტეტები – საქართველოს მდგრადი განვითარების წამყვანი აქტორები"

1 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა გამართა ონლაინ დისკუსია თემაზე „უნივერსიტეტები – საქართველოს მდგრადი განვითარების წამყვანი აქტორები".

მაიკლ ლუკენმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა კლიმატური ცვლილებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში კლიმატისა და მდგრადობის თემის აქტუალიზებაზე ისაუბრა.

ტორსტენ ფილიპმა და მაიკლ ვილმსმა – ბერლინი ბრანდერბურგის კლიმატის ცვლილების ცენტრის ექსპერტებმა, ტრანსდისციპლინარული სწავლების მნიშვნელობა, მისი პოტენციალი და ამ მიმართულებით გერმანული პრაქტიკის მაგალითები მიმოიხილეს.