Tue 16 May

საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველოს ევროინტეგრაცია და კლიმატის ცვლილებები“

15 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველოს ევროინტეგრაცია და კლიმატის ცვლილებები“. მაიკლ ლუკენმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა კლიმატური ცვლილების მიმართულებით, ამ სფეროში მდგრადი განვითარების გამოწვევებთან გამკლავების გზები მიმოიხილა.

მირანდა აფაქიძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორმა, საქართველოში კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით განხორციელებული აქტივობები და ევროპული ინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები განიხილა.

დავით ადვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის მიზნებსა და კლიმატის ცვლილების შერბილების (მიტიგაციის) მნიშვნელობაზე ისაუბრა.დისკუსიაში მონაწილეობდნენ მწვანეთა მოძრაობისა და ამ მიმართულებით მომუშავე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები. მათ მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და ამ თვალსაზრისით საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობაზე ისაუბრეს.