Sun 12 Jun

ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი

თბილისის დინამოს აკადემიაში დასრულდა ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი, რომელშიც 2013 წელს დაბადებულ ბავშვთა, 16 გუნდი მონაწილეობდა.

ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდნენ ინტერის აკადემიის ნორჩი ფეხბურთელები, რომლებმაც ჯერ ჯგუფური ეტაპი გადალახეს შემდეგ კი გამარჯვებები იზეიმეს მეოთხედ-ფინალურ და ნახევარ-ფინალურ დაპირისპირებებში.

შედეგად, ზუკა მინჯიასა და დემი გოგიაშვილის გაწვრთნილი გუნდი, რომელიც თავის სადებიუტო ტურნირს მართავდა, მეორე ადგილს დასჯერდა. ინტერის აკადემიის აღზრდილი,  დაჩი დობორჯგინიძე კი  ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.