„ნიუ ვიჟენ ოთხშაბათი“
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ახალ ტრადიციას ამკვიდრებს: კვირის ყოველ ოთხშაბათს, ეკო-კამპუსი სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს და ამით ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების ცხოვრებაში.
პირველი „ნიუ ვიჟენ ოთხშაბათი“ 3 თებერვალს იგეგმება. სპორტული აქტივობების ფართო არჩევანი - ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადბინგტონი, ცხენოსნობა, მშვილდოსნობა და სპორტის სხვა სახეობები იქნება შეთავაზებული კამპუსის სტუმრებისთვის.
სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - სწავლის, კვლევისა და ნებისმიერი სხვა საქმიანობის პროცესის „გაჯანსაღებას“ გულისხმობს, მათ შორის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, ყველა აქტივობა თერმოსკრინინგისა და ტრადიციული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ღია ცის ქვეშ 15:00 საათიდან ჩატარდება.