Tue 15 Mar

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს

უნივერსიტეტი სხვადასხვა აქტივობით განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას.

14 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და დევიდ ლინჩის ფონდ კავკასიის ორგანიზებით უნივერსიტეტის ღირებულებების სივრცეში ონლაინ ღონისძიება, სახელწოდებით „სამუდამო სიყვარული" გაიმართა, რომელიც მიეძღვნა უკრაინელ ხალხს და მშვიდობას მსოფლიოში. 

ონლაინ ღონისძიება სპეციალური ბმულის მეშვეობით, ასევე სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრების ჩართულობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მსოფლიოს მასშტაბით. 

https://www.youtube.com/watch?v=Y_3HfHZHoqs