ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს
უნივერსიტეტი სხვადასხვა აქტივობით განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას.
14 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და დევიდ ლინჩის ფონდ კავკასიის ორგანიზებით უნივერსიტეტის ღირებულებების სივრცეში ონლაინ ღონისძიება, სახელწოდებით „სამუდამო სიყვარული" გაიმართა, რომელიც მიეძღვნა უკრაინელ ხალხს და მშვიდობას მსოფლიოში.
ონლაინ ღონისძიება სპეციალური ბმულის მეშვეობით, ასევე სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრების ჩართულობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მსოფლიოს მასშტაბით.