ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ტორპედო ქუთაისის ახალი მფლობელია
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
უნივერსიტეტს საქართველოში სპორტის ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. იგი ანვითარებს საკუთარ სპორტულ კლუბს, საფეხბურთო ბაზასა და სხვა სპორტული სახეობების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. უნივერსიტეტი პარალიმპურ კომიტეტთან ერთად ხელს უწყობს საქართველოში პარასპორტის განვითარებას.
ქუთაისის ტორპედოს შეძენა მიზნად ისახავს როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. საუნივერსიტეტო და ქუთაისის ტორპედოს საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება.