Wed 23 Oct

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს პროექტების კონკურსს

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს პროექტების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

წარმოდგენილი პროექტები უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიული გეგმის გამჭოლ პრიორიტეტს - მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ემსახურებოდეს საზოგადოებისა და გარემოს გრძელვადიან განვითარებას.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • განაცხადების მიღება: 2024 წლის 20 ნოემბრამდე
  • შედეგების გამოცხადება: 2024 წლის 10 დეკემბრამდე

გამარჯვებული პროექტები უნივერსიტეტის ახალი სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების ნაწილი გახდება და განხორციელდება უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტების დაფინანსება მოხდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე ან დაგვიკავშირდით: +995 32 24 24 440